მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში რაფინიამ გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. შესვენების შემდეგ ბასკურმა გუნდმა ზეწოლა გააძლიერა, მეკარე ტერ შტეგენმა ბერინგერისა და მუნიაინის დარტყმული ბურთები მოიგერია, ხოლო 87-ე წუთზე ი. ვილიამსი ბალდეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ იქამდე ბურთი ხელზე მუნიაინს მოხვდა და გოლი არ ჩათვალა. ბოლოს ნ. ვილიამსმა ხელსაყრელი პოზიციიდან
„ბარსელონა“ 65 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 9 ქულით უსწრებს და „სამეფო გუნდს“ 20 მარტს უმასპინძლებს.
ბილბაო. „სან მამესი“. 49 741 მაყურებელი
ბილბაო - ბარსელონა 0:1
გოლი: რაფინია (45+1)