ინიაკს გოლი გაუუქმეს - "ბარსამ" "ბილბაოს" სძლია

AutoSharing Option
ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონამ“, რომელსაც ტრავმამორჩენილი ლევანდოვსკი დაუბრუნდა, სტუმრად „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, სამაგიეროდ, კომპენსირებულ დროში რაფინიამ გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. შესვენების შემდეგ ბასკურმა გუნდმა ზეწოლა გააძლიერა, მეკარე ტერ შტეგენმა ბერინგერისა და მუნიაინის დარტყმული ბურთები მოიგერია, ხოლო 87-ე წუთზე ი. ვილიამსი ბალდეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ იქამდე ბურთი ხელზე მუნიაინს მოხვდა და გოლი არ ჩათვალა. ბოლოს ნ. ვილიამსმა ხელსაყრელი პოზიციიდან
ვერ უწია მიზანს და კატალონიელებმა ჩემპიონატზე ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგეს.

„ბარსელონა“ 65 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 9 ქულით უსწრებს და „სამეფო გუნდს“ 20 მარტს უმასპინძლებს.

ბილბაო. „სან მამესი“. 49 741 მაყურებელი

ბილბაო - ბარსელონა 0:1
გოლი: რაფინია (45+1)

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაგინდათ ძმაო ვერ ქაჩავს ეგ რეალი და რას ერჩით ბარსას
Gdhs
00:11 14-03-2023
1
ამ დეგენერატ სეპარატისტ ბარსელონას, უმართლებს. მეზიზღება კატალონიაც და ეგ ბარსელონაც.
ლევანი
16:09 13-03-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული