"ბარსელონამ" საოცარი კლასიკო მოიგო და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „რეალი“ 2:1 დაამარცხა.

„ბარსამ“ „ბლანკოსს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამედ სძლია და ჩემპიონობას მიუახლოვდა.

მეცხრე წუთზე ვინისიუსის ჩაწოდებული ბურთი არაუხომ საკუთარ კარში ჩაჭრა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. ეს XXI საუკუნეში კლასიკოში პირველი ავტოგოლია. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სერხი რობერტომ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მართლაც თვალსასეირო თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით. მე-80 წუთზე ასენსიომ ტერ შტეგენის კარი დალაშქრა, მაგრამ VAR-მა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალა, კომპენსირებულ დროში კი კესიემ გამარჯვება „ბარსას“ მოუპოვა. ეს პრიმერაზე მისი პირველი
გოლია და თანაც, როგორი მნიშვნელოვანი.

ასე და ამგვარად, კატალონიურმა გუნდმა „რეალი“ 12 ქულით ჩამოიტოვა და 1-ელ აპრილს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალი“ 2 აპრილს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 95 745 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 2:1
გოლები: 0:1 არაუხო (9, საკ. კარში), 1:1 სერხი რობერტო (45), 2:1 კესიე (90+2)

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი როგორ არის, სულ ახლახანს კოპას ნახევარფინალში კესის დარტყმული მენდიეტამ საკუთარ კარში გაიტანა.ორი კვირა გავიდა სულ.
ვინისიუსის ჩაწოდებული ბურთი არაუხომ საკუთარ კარში ჩაჭრა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. ეს XXI საუკუნეში კლასიკოში პირველი ავტოგოლია.
21:45 20-03-2023
1
ზედიზედ ორჯერ რო კესი მოგიგებს მართლა სირცხვილია.
რეალის ფანი
03:02 20-03-2023
3

სიახლეები პოპულარული