"რეალი" "ნაპოლის" ოსიმენში 80 მილიონს და ერთ ფეხბურთელს შესთავაზებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" 24 წლის თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შეიძლება კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს.

Calciomercato-ს ცნობით, ოსიმენის სამსახურით "რეალია" დაინტერესებული და "ნაპოლის" ტრანსფერში 80 მილიონ ევროს და მცველ ნაჩო ფერნანდესს შესთავაზებს.

ოსიმენი "ნაპოლიში" 2020 წელს "ლილიდან" გადავიდა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნიგერიელს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /

ლობო გადაწყვეტილი ამბავია - რჩება.
ოსიზე პროდუსერი გამონაკლისის დაშვებას აპირებს და დარჩენისთვის 5 ლიმონზე მეტის მიცემას აპირებსო მაგრამ მაინც ძნელი იქნება მისი შენარჩუნება.
ოსის წასვლის შემთხვევაში, ვიცით, რომ ფეხბურთი ინდივიდუალური სპორტი არაა ამიტომ კვარას სივრცეების გამოსაჩენად ჭირდება სუპერ ფორვარდი ან ახლოს მყოფი ამ სტატუსთთან პლუს
ხვიჩას ბოლომდე გასახსნელად ჭირდება ასე თუ ისე ნორმალური მარცხენა მცველი.
ოსის გოლების გატანის გარდა პასის მიცემაც ეხერხება, რომ არაფერი ვთქვათ დაცვის მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ყოფნის ჩაყენებაზე, რაც ხვიჩას კრეატივისთვის მეტ საშუალებას უტოვებს.
თავის მხრივ, ხვიჩაც იზიდავს ერთზე მეტ მცველს, ეს კი ოსისთვისაც დიდი შეღავათია.
ერთი სიტყვით, ეს ოსი ან სხვა ოსით უნდა ჩანაცვლდეს რაც ურთულესი ამოცანა იქნება, თორემ ხვიჩას სივრცეები უფრო შეეზღუდება ჩოლიტოს დიდი პატივისცემის მიუხედავად ოსიმენისგან განსხვავებით ის ვერ მიიზიდავს მეტოქის მცველებს ისე როგორც ვიქტორი და კვარას შესაზღუდად მეტოქე მცველებს უფრო მეტი გასაქანი მიეცემათ რაც კარგი ნამდვილად არ იქნება.
Charley
23:01 21-03-2023
1
იდიოტები არ არიან ეხლა ეგენი ? ხოო ლაურენტისს მეტი საქმე არა აქვს 80 მილიონად გაყიდოს როცა შანსი აქვს 200 მილიონის (პსჟ და მანჩესტერისგან) და ნაჩო ფერნანდესი 120 მილიონი ღიირს ? DDD
zura222
21:50 21-03-2023
0

სიახლეები პოპულარული