აზარმა ბოლო 1,5 წელში პირველად მიიღო საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა - ის ლა ლიგაში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდი" 7:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში 2022 წლის 11 სექტემბრის შემდეგ "სამეფო გუნდის" შემადგენლობაში მოედანზე ედენ აზარი პირველად გამოჩნდა.

ბელგიელი 65-ე წუთზე ქარიმ ბენზემას ნაცვლად გამოვიდა და 90-ე წუთზე ლუკას ვასკესს შედეგიანი გადაცემა გაუკეთა.

სათქმელია ისიც, რომ 32 წლის ფეხბურთელმა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ბოლო 1,5 წელში პირველად მიიღო - ის ლა ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი ტტავმებმა დატანჯა მაგრამ, ტრავმას რომ მოიშუშებდა ვერ ბრუნდებოდა ისე როგორც საჭიროა და სულ სკამზე იჯდა,ამასობაში მეორე ტრავმას მიიღებდა ვარჯიშზენდა და ტრიალობდა ესე წრეზე. კი შეიძლება არ გაამართა ან ვერ გაამართლა, მაგრამ გინდა გამართლებაზე ილაპარაკო როცა სამი წელია სკამიდან არ ამდგარა კაციმ ზიდანიც და კარლოც მაგრად ჩაგრავენ ამ კაცს. უფრო მეტი შანსი უნდა მისცემოდა და ესე არ უნდა დაელპოთ სკამზე. მაგრად მეიმედებოდა ამ კაცის როცა გადმოვიდა რეალში, კი გასაგებია შეიძლება ვერ შეეწყო გუნდს, ადაპტაცია დაჭირდა მერე ტრავმები მიეწყო, მაგრამ როცა ხოდზე იყო და ჯანმრთელი მაშინაც არ ეძლეოდა შანსი. სამწუხაროდ ზიდანმაც და კარლომაც იციან ფეხბურთელის ამოჩემება და ჩაციკვლა რასაც ქვია. ისე გააფუჭებენ ფეხბურთელს ვითომც არაფერი. აბა ჩელსიში დაფრინავდა კაცი და რეალში რატო ვერ იზამდა რამეს. უბრალოდ გარემოებების ბრალია და მწვრთნელების პირველ რიგში. მართალიცაა რომ არ მიდის გუნდიდან. მშვენიერი ხელფასი აქვს და იქნება კიდევ ერთი წელი გუნდში. როგორც ექცევიან ისე იქცევა თვითონაც.
მურთო
17:47 03-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული