"იუვენტუსის" შემდეგ კიდევ ერთი "სუპერლიგელის", "ბარსელონას" დასჯის დრო დადგა?

AutoSharing Option
სუპერლიგის პროექტში სამი კლუბია დარჩენილი - "იუვენტუსი", "რეალი" და "ბარსელონა". როგორც იცით, "იუვენტუსს" ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს და არაა გამორიცხული, კიდევ უფრო მკაცრად დასაჯონ. სუპერლიგიდან გამოსვლის შემთხვევაში, უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ტურინულ კლუბს დახმარებას დაჰპირდა.
ახლა მსაჯების შესაძლო მოსყიდვის სკანდალში "ბარსელონა" გაეხვია, რაზეც Ekipa-სთან კომენტარი ჩეფერინმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ამაზე ღიად საუბარი ორი მიზეზის გამო არ შემიძლია. პირველი: ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტი; მეორე: აღნიშნული საკითხი დეტალურად არ შემისწავლია.

მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: რამდენადაც
ჩემთვისაა ცნობილი, სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია. ჩემი აზრით, ფეხბურთში ერთ-ერთი სერიოზული სიტუაციაა, რომელიც მინახავს.

ესპანეთის ლიგისთვის, რა თქმა უნდა, ძველი საქმეა და შედეგები არ შეიძლება მოჰყვეს, თუმცა გარჩევა ქვეყნის სამოქალაქო პროკურატურის დონეზე მიმდინარეობს. იგივე ეხება უეფას. ჩვენი წესების მიხედვით, საქმის ხანდაზმულობის ვადა ჯერ ამოწურული არაა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
დადასტურდა ის რაც ყველამ ვიცოდით, ყველა მოსყიდული ყავდათ ტიპებს.
ვისკა ელ ბარსა.
მეგრელი
04 აპრილი 2023 15:02
1
რეალის გულშემატკივარი რომ ბარსაზე იტყვის მსაჯები ეხმარებოდნენო გაგეცინება რეალს ოფიციალურად 3 ჩემპიონთა თასი მსაჯებმა აჩუქეს.
გიორგი
04 აპრილი 2023 07:45
6
შენ გეტყობა მსაჯრიდის რეალის დიდი ფანი ხარ, რამდენი გინდა გაგახსენო შენი გუნდის მიმართ პირდაპირი დახმარებები იგივე ჩემპიონთა ლიგაზე, თუნდაც ჯუნაით ჩაქირის მსაჯობა გავიხსენოთ ბავარიასთან რეები აკეთა.გაჩერდი მაინც..
T.q- ს
04 აპრილი 2023 01:16
4
ამ კაცს სხვა პასუხი გავეცი ეს პასუხი იმას გავეცი ჩემ კომენტარზე ვინც დააკომენატარა ეს ამ კაცს არ ეკუთვნის
T.q
04 აპრილი 2023 20:17
0
არა ძმაო არაა არ ვარ რეალის გულშემატკივარი
T.q
04 აპრილი 2023 17:19
1
ყველა გამოხმაურება
აბა მსაჯელონას ტყუილად კი არ ეძახდნენ ეგე სად ამოყო თავი დამარხულმა თავებმა. რამდენი თამაშიც გინდა აშკარა მსაჯების მიმხრობა პირდაპირ ჩანდა ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან, მილანთან, მანჩესტერთან და რავიცი კიდე ვინ მოსთვლის შეუიარაღებელი თვალით ჩანდა ყველაფერი, ნაგლობაც აღარ ერქვა იმას რასაც მსაჯები ბარსელონას სასარგებლოდ აკეთებდნენ. თამაშგარედან გოლების ჩათვლა, მოწინააღმდეგისთვის პენლების არ დადება,
გოლების გაუქმება მოწინააღმდეგისთვის აბსურდული თამაშგარეს მოტივით სუფთათ გასული გოლების გაუქმება, ჯარიმების არ დადება და პირიქით ბარსელონაზე ყველა ჯარიმა იდებოდა იდიოტურიც კი, ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯმა კუთხურიდან ბარსა სანამ ჩააწვდიდა პენალი დაუდო ბარსელონას რაღაც აბსურდის გამო ბურთი თამაშში კი არა დასტვენილიც კი არ ქონდა ჯერ მსაჯს მილანში 2-0 ქონდა წაგებული და ის თამაში ბარსამ 4-0 მოიგო სახლში, პურველი გოლი სწორედ მაგ პენლით გაიტანეს. პსჟ-ს თან 6 წუთი დაუმატეს და მაგ დამატებულს კიდე გადააცილეს სანამ მეექვსე გოლი არ გაატანინეს ბარსას იქამდე ათამაშა მსაჯმა, მოკლედ ყველაფერი ნათელი იყო და ფაქტია ვარსაც მაქედან დაედო საფუძველი. ლალიგაში ხო საერთოდ თავზე ქონდათ გასული თუმცა რა გასაკვირია ესპანეთი რო კორუფციაში იხრჩობა ეს ახალი ნამდვილად არ არის და ყველამ იცის უკვე ეგ დღეს. ეგეც ფაქტი ბიძია არ გააბრაზო ვისი ფრთიშ ქვეშაც იყავი თორე ის აუცილებლად დაგგესლავს ისე სანამ არ გაგანადგურებს აქ ის ანდაზაც მოუხდება ბარსელონას ისე მოსდის ვინც ჩააცვა იმას დაუწყო გახდა და ეგე მიიღო კიდეც პასუხი. თურმე მართალი ყოფილა მსაჯელონობა!
T.q
03 აპრილი 2023 23:18
15
მსაჯმა იცოდა რომ გაიტანდნენ, მაგიტომ დაამატა, ინტერმა 2010-ში თამაშგარედან გაუტანა ის არაფერი, ზედიზედ მეორედ იგებდა ლიგას და მესამედაც 2011-ში, იუვენტუსთან ხო რას ამბობ, სულ თვითონ მოიგო რეალმა, ორი ლიგა ფაქტიურად აჩუქეს.
გელა
05 აპრილი 2023 03:37
0
სუ რო სეგუნდა ბში გაგვიშვან რეალი მაინც ჩვენი ბულკია ასე რო დაწყნარდი...მაგ შენ ტებასსაც ამოკრავენ და ეგ პერესი დაწულია უკვე კარგა ხანია...ძაან ბევრს ლაპარაკობთ რეალის მოგებულ ლიგების ფონზე ისე გაქვთ მოგებული კიდე რა ნამუსით ლაპარაკობთ გუნდზე რომელიც ბოლო წლებია მსაჯების დამსახურებითაა განადგურებული
Q.t
04 აპრილი 2023 02:23
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული