უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა ადრე სუპერლიგის პროექტში დარჩენილი სამი კლუბიდან ორზე, "იუვენტუსსა" და "ბარსელონაზე" გააკეთა კომენტარი, ახლა კი "გაძეტა დელო სპორტთან" განაცხადა, რომ საინტერესოა, რას შეიტყობენ მესამის, "რეალის" თაობაზე:
"ეს პროექტი მხოლოდ საგაზეთო პუბლიკაციებისა და ცალკეული დაინტერესებული პირებისთვის არსებობს. მათ სურთ, უეფასთან მოლაპარაკების შემთხვევაში თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად რაღაც გააკეთონ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ აქ განსახილველი არაფერია.
სააგენტო А22 Sports-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე დავთანხმდი და კლუბების წარმომადგენლებისა და ფანთა გაერთიანებების მიწვევა შევთავაზე. კარლ-ჰაინც რუმენიგემ ეს ზუსტად აღწერა: "თქვენთვის ეს ვატერლოო იქნება".
"იუვენტუსთან"
თუმცა, საინტერესოა: სამი კლუბიდან, რომელთაც თავი ფეხბურთის გადამრჩენლებად წარმოუსახიათ, ერთის წინააღმდეგ ბიუჯეტის მაქინაციების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მეორეს სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ფულის გადარიცხვაში ადანაშაულებენ. ვნახოთ, იქნება თუ არა კიდევ რამე მესამე კლუბთან დაკავშირებით.
საინტერესოა იმის ნახვა, როგორ გადაარჩენენ ფეხბურთს".
"ჯენტლმენები". არ სურთ რომ თბილი და დიდი ფულის მომტანი თანამდებობები დაკარგონ.ფედერაციები პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს სამოყვარულო და საბავშვო სპორტს და არა მილიარდერის მომტან ევროლიგებსა თუ მსოფლიო თასებს.