"რეალმა" "კამ ნოუზე" 95 ათასი მაყურებლის წინაშე "ბარსელონა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

„რეალს“ პირველი შეხვედრა მადრიდში 0:1 ჰქონდა წაგებული, გასვლაზე კი თანაბარი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სწრაფი კონტრიერიშისას ვინისიუსის გოლით (თუ კუნდეს ავტოგოლით) დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ტერ შტეგენს ბენზემამ გაუტანა, მერე საჯარიმოში ვინისიუსი კესიემ წააქცია, ხოლო ქარიმმა პენალტი უზადოდ შეასრულა. ბოლოს მან ჰეთ-თრიკი შეასრულა და „ბლანკოსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ფინალში „რეალი“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

. ბენზემამ ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი, ბოლო 4 შეხვედრაში კი 7 გოლი გაიტანა და 1
საგოლე გადაცემა გააკეთა.
. "რეალმა" "ბარსელონა" 4 გოლის სხვაობით 1995 წლის შემდეგ პირველად გაანადგურა - გასვლაზე 1963 წლის მერე პირველად.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 94 904 მაყურებელი

ბარსელონა - რეალი 0:4
გოლები: 0:1 ვინისიუსი (45+1), 0:2 ბენზემა (50), 0:3 ბენზემა (58, პენ), 0:4 ბენზემა (80)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ერთი რა მაინტერესებს იცით, რომ დაჭამეთ ერთმანეთი რეალის და ბარსას ქართველმა გულშემატკივრებმა, ამ შემთხვევაში კი უფრო რეალის - ან ესპანელი ან კატალონიელი რომელი ხართ? უკეთეს შემთხვევაში 2-3 დღით ხარტ ნამყოფი მაგ ქალაქებში, უმრავლესობას კი თვალითაც არ გინახავთ. იმათ ტავიანთი გუნდებით იამაყონ რა გასაკვირია, აი თქვენ აქ რომ ტავს იკლავთ და ერთმანეთსა და ამ ორ გენიალურ გუნდს შეურაცყოფას აყენებთ ცოტა სასაცილოები ხომ არ ხართ.
არტ
15:06 07-04-2023
0
არცერთის ფანი არ ვარ,მაგრამ სად რეალის შემადგენლობა ცალკე აღებული ფეხბურთელები და სად ბარსასი.მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგანან ბენზემა და თავისი გუნდელები.
Drogba
23:32 06-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული