"იტირე, რადგან შენი ბავშვი არ დაიბადება" - "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ ვალვერდემ ბაენას პარკინგზე ხელი გაარტყა

AutoSharing Option
ლა ლიგის 28-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ვილიარეალს" უმასპინძლა და მოულოდნელად 2:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კი მადრიდელთა ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდესა და სტუმართა შუახაზელ ალექს ბაენას შორის კონფლიქტი მოხდა.

როგორც ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, ურუგვაელი შეხვედრის მერე პარკინგზე 21 წლის ფეხბურთელს დაელოდა და ხელი გაარტყა.

კონფლიქტის ისტორია კი ჯერ კიდევ 2023 წლის 20 იანვარს Copa Del Rey-ს მატჩიდან იწყება, სადაც "სამეფო გუნდმა" გასვლაზე "ყვითელ წყალქვეშა ნავს" 3:2 სძლია.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ ბაენამ ვალვერდეს შემდეგი ფრაზა უთხრა - "იტირე, რადგან შენი
ბავშვი არ დაიბადება".

ბაენას ეს სიტყვები ურუგვაელის მიმართ კი შემდეგი ამბით იყო განპირორებული - იანვარში ვრცელდებოდა ცნობა, რომ "რეალის" ფეხბურთელის მეუღლე მინა ბონინომ მეორე ორსულობის დროს ნაყოფი დაკარგა.

ბონინომ თებერვალში გამოაქვეყნა პოსტი, რომ ყველაფერი მართლაც ასე ჩანდა, მაგრამ ტესტებისა და გამოკვლევების შემდეგ საბედნიეროდ, ნათელი გახდა, რომ ნაყოფი ჯანმრთელი იყო.

როგორც ჩანს, ვალვერდეს ბაენას მიმართ წყენა სწორედ ამ ფრაზის შემდეგ შემორჩენილი ჰქონდა, ის პარკინგზე დაელოდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ეუბნებოდა ის სიტყვები გაემორებინა და შემდეგ ხელი გაარტყა. 

ჯერჯერობით უცნობია, ემუქრება თუ არა რაიმე სასჯელი "ბლანკოსის" შუახაზელს. პირველი ინფორმაციით, "ვილიარეალის" წარმომადგენლებმა ინციდენტი გადაიღეს და ამის ამსახველი ვიდეო აქვთ და საქმემ შესაძლოა, პოლიციაში გადაინაცვლოს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვენაცვალე ხელებᲨი,ოჯახს Შეეხო არაკაცი დი მიიᲦო დამსახურებულად.
გოᲩა
12:00 09-04-2023
1
სასჯელი კი არა კაცზე ბონუსია მისაცემი
ხვიჩა
11:57 09-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული