ბაენა ვალვერდეს პოლიციაში უჩივლებს

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგის ბინადარმა "ვილიარეალმა" განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გუნდის ნახევარმცველმა ალეხანდრო ბაენამ "რეალის" შუახაზელის, ფედერიკო ვალვერდესთან მომხდარი ინციდენტის გამო გადაწყვიტა, პოლიციისთვის მიემართა.

"ბაენამ გადაწყვიტა პოლიციას მიმართოს. "ვილიარეალი" კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ აქტს. ჩვენი ფეხბურთელის მიერ გავრცელებული ვერსიის მტკიცედ გვჯერა და მას მხარს ვუჭერთ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ვილიარეალის" მატჩის შემდეგ ავტობუსის სადგომზე ურუგვაელმა ესპანელს ხელი გაარტყა.

როგორც იწერება, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბაენამ ვალვერდეს შემდეგი ფრაზა უთხრა:

"მიდი ახლა იტირე, რომ შენი
შვილი არ დაიბადება", - რომელიც ვალვერდეს პარტნიორის, მინა ბონინოს მეორე ბავშვზე ორსულად ყოფნის დროს გადატანილ პრობლემებს ეხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბაენას ნაირი ნაბიჭვრები ყოველთვის იარსებებენ
ბაენა არა სლე
05:09 19-04-2023
0
ბაენა შენ ხარ არაკაცი!
Irakli
21:43 10-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული