„რეალი“ მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდა, გოლები მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
„რეალი“ 62 ქულით მეორე ადგილზეა, "ბარსელონას" 10 ქულით ჩამორჩება (კატალონიური გუნდი დღეს ხეტაფეს დაუპირისპირდება), 18 აპრილს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ლონდონში „ჩელსის“ შეხვდება, ხოლო 22 აპრილს პრიმერაზე „სელტას“ უმასპინძლებს.
კადისი. „ნუევო მირანდილია“. 19 833 მაყურებელი
კადისი - რეალი 0:2
გოლები: 0:1 ნაჩო (72), 0:2 ასენსიო (76)