23 წლის ნახევარმცველი ფერან ტორესი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებთანაც "ბარსელონა" დამშვიდობებას აპირებს, - იტყობინება As-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.
ხავი მიგელი აღნიშნავს, რომ "ბარსა" ფერან ტორესის ტრანსფერში გადახდილი თანხის კომპენსირებას ვერ შეძლებს.
ტორესი კატალონიურმა კლუბმა 2022 წლის ზამთარში "მანჩესტერ სიტისგან" 55 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი მზადაა 25 მილიონად შეელიოს.
ამ სეზონში მან ლა ლიგის 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.