"რეალი" ბელინგემს ხუთწლიან კონტრაქტს და მაღალ ხელფასს სთავაზობს

AutoSharing Option
"რეალს" უნდა "დორტმუნდის" ნახევარმცველ ჯუდი ბელინგემის მათ გუნდში გადასვლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესაძლო გასვლის შემდეგ გამოაცხადოს.

Cadena SER-ის ცნობით, "რეალის" ხელმძღვანელობა იანვრის შემდეგ რამდენიმეჯერ დაუკავშირდა ფეხბურთელის გარემოცვას და "დორტმუნდი" ამის შესახებ საქმის კურსშია. ფეხბურთელის წარმომადგენლები "რეალის" ბაზაზეც იმყოფებოდნენ.

ბელინგემს "სამეფო კლუბი" ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას და გუნდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს - იმაზე ოდნავ ნაკლებს, რამდენსაც ტიბო კურტუა და ვინისიუსი იღებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" ტრანსფერში 120 მილიონ ევროზე მეტს არ გადაიხდის. 19 წლის ბელინგემმა ამ სეზონში "დორტმუნდში" 39
მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სერიოზულ გუნდს აშენებს პერესი, მომავალ წელს მბაპეს დაიმატებს უფასოდ და ფაქტიურად ნახევარდაცვა და თავდასხმა სულ ახალგაზრდებით ეყოლება დაკომპლექტებული, მოდრიჩი, კროოსი და ბენზემა სავარაუდოდ მომავალ წელს კარიერას დაასრულებენ
მამუკა
07:45 30-04-2023
0
რაში სჭირდებათ ეს ინგლისელი?!
ლაშა
19:56 29-04-2023
7

სიახლეები პოპულარული