როგორც უკვე გაცნობეთ, 15 წლის ლამინ იამალი ლა ლიგაში "ბარსელონაში" ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ მალე კატალონიური კლუბი მას კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე გაუფორმებს.
იამალმა "ბარსელონაში" პირველად პრიმერას გასულ ტურში "ბეტისთან" მატჩში ითამაშა - 86-ე წუთზე გავი შეცვალა და მისთვის ბოძებულ დროში, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ყველას მოაწონა თავი.