32 წლის ბელგიელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი სწორედ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და ამ გადაწყვეტილებაზე ფიქრობს.
ის თვლის, რომ უკვე მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა, თანაც მადრიდულ გუნდში ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების იდეა მოსწონს.
აზარით აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის კლუბები არიან დაინტერესებული, თუმცა მის ტრანსფერზე კონკრეტული წინადადებები ჯერ არ ყოფილა.