ვინისიუსის აგენტმა თქვა, სად გააგრძელებს მისი კლიენტი კარიერას, თუ ოდესმე "რეალს" დატოვებს

AutoSharing Option
The Telegraph-თან საუბარში "რეალის" შემტევის ვინისიუსის აგენტმა ფედერიკო პენიამ თქვა, სად გააგრძელებს მისი კლიენტი კარიერას, თუ ის ოდესმე მადრიდულ გუნდს დატოვებს.

როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელს "სამეფო გუნდში" დიდხანს დარჩენა და კლუბის ლეგენდად ყოფნა სურს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და თუ ერთ დღესაც ის წასვლას გადაწყვეტს, აუცილებლად პრემიერ ლიგას მიაშურებს.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 23 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ დაბერდება, წავა პრემიერლიგაში!
ლაშა
17:38 19-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული