"გვინდა, რომ კვლავ "ბარსელონაში" ითამაშოს - "ბლაუგრანას" ვიცე-პრეზიდენტმა მესის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ კატალონიურ გრანდში ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:

"მინდა, რომ ლიონელ მესი დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, ეს მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ არგენტინელი კვლავ "ბარსელონას" ფორმით ვიხილოთ.

ვიმედოვნებთ, რომ მესი მომავალ სეზონში აქ იქნება", - აქვეყნებს იუსტეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ მესის პსჟ-ისთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაინც მივესალმებით ამ ამბავს მესი მაინც მესია რა!!
ზაზა
19:51 23-05-2023
0
ეს დაბრუნებები არის უარო პიარი მეტი არაფერი. არაფერი კარგი დაბრუნებას არავისთVვის მოუტანია. მხოლოდ უაზრო პიარი და მერე დაცინვა და გინება. ჭკუა თუ აქ მესის ფულის შოვნაზე უნდა გადავიდეს და არაბეთში წელიწადში 400 მილიონი უნდა აიხოს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
19:58 21-05-2023
3

სიახლეები პოპულარული