"ღამურების" ფანები მადრიდელთა შემტევ ვინისიუსს პირველივე წუთებიდან რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა კიდეც.
ბრაზილიელი აშკარად განერვიულებული ჩანდა და ბევრს კამათობდა. მან უგო დუროს სახეში ხელი ჩაარტყა, მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე ნახა და "სამეფო გუნდის" ფეხბურთელი გააძევა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვინისიუსი კვლავ ძალიან გაღიზიანებული იყო. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რასისტებმა
ბრაზილიელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პრიმერას მატჩში რასისტული შეურაცხყოფები მოისმინა; ჩემპიონატი, სადაც მესისა და რონალდოს მსგავსი დონის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, დღეს რასისტებს ეკუთვნის და ლა ლიგაში რასიზმი ნორმალურია.
ინფორმაციისათვის, მატჩის დასრულების შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უშუალოდ შეხვედრაზე საუბარი იუარა.
მან თქვა, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია, ვინისიუსმა სთხოვა, რომ შეეცვალა, მაგრამ ანჩელოტიმ უთხრა, რომ ის არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლი იყო, მოედანზე დატოვა, მაგრამ შემდეგ წითელი ბარათი მიიღო.