Super Deporte ვინისიუსზე: კმარა მეტოქეთა პროვოცირება

AutoSharing Option
ვალენსიურმა სპორტულმა გაზეთმა Super Deporte-მა დღეს მთავარ თემად წერილი გამოიტანა სათაურით: "საკმარისია უკვე!" გამოცემამ ტრიბუნა ფანთა დაჯგუფება Spirit of 86-ს დაუთმო, რომლებმაც გამოთქვეს მოსაზრება, რომ "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსს მეტოქეთა მუდმივად პროვოცირება უნდა აუკრძალონ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბრაზილიელი მოწინააღმდეგეების მოედანზე უპატივცემულობის გამო დასასჯელია.

თავად "ვალენსია" სამართალდამცველებს აქტიურად დაეხმარა და ცნობილი გახდა, რომ სამი გულშემატკივარი დააკავეს, რომლებიც ვინისიუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ. კლუბმა საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მათი საქციელი დაგმო.

შეგახსენებთ, ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შეხვედრის დასასრულს შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის გამო კი გააძევეს. დღეს ის ინდივიდუალურად
ვარჯიშობდა და მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მცირე ტრავმა აქვს და "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინი უნდა დაისაჯოს!
კუკ კლუს კლანი
05:38 25-05-2023
2
ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელები ალამაზებენ და აკეთილშობილებენ ფეხბურთს. რატო გიყვართ ფეხბურთი?! იმიტომ არიან მესები, ვინიციუსები, ბატისტუტები, რონალოები...
აბა გოდინის და გატუზოსნაირი რო იყსო ყველა, გაგისწირდებათ?
ქომაგი
16:21 24-05-2023
7

სიახლეები პოპულარული