ვინისიუსი გაამართლეს, "ვალენსია" დასაჯეს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ შეჯიბრებათა კომიტეტმა (RFEF) მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, "ვალენსიასთან" მატჩში გაძევებულ "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმოს.

ასე და ამგვარად, ბრაზილიელს უფლება მიეცა, 24 მაისს, ლა ლიგის 36-ე ტურში, "რაიო ვალეკანოსთან" ითამაშოს.

ვინისიუსის მიმართ რასიზმის გამოვლინების გამო "ვალენსია" დასაჯეს: მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა, საიდანაც ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხუთი შეხვედრის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

"ვალენსია" აგრეთვე 45 ათასი ევროთი დააჯარიმეს. კლუბს შეუძლია 10 სამუშაო დღის მანძილზე გამოტანილი განაჩენი გაასაჩივროს.

altSuper Deporte ვინისიუსზე: კმარა მეტოქეთა პროვოცირება

altმამარდაშვილმა ვინისიუსს მიმართა:

პატივისცემა ჩემგან - იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას ვცდილობდი

altკვარაცხელია მამარდაშვილს ექომაგება - "მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ"

მკითხველის კომენტარები / 21 /
მგონია რომ მამარდა რომ არ ჩარეულიყო ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა.ეტყობა მოეჩვენა რომ თანაგუნდელს ჩაგრავდნენ, სინამდვილეში ასე არ იყო.
რაც მოხდა მოხდა უკვე წარსულშია.
14:52 25-05-2023
5
ოღონდაცა რაა, ოღონდაცა))
დედას გორჯისტანა
20:44 24-05-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული