მატჩის დაწყების წინ „რეალის“ ფეხბურთელები მოედანზე ვინისიუსის მხარდამჭერი მაისურებით გავიდნენ, რომელსაც „ვალენსიასთან“ შეხვედრისას რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შეხლა-შემოხლისთვის გააძევეს, თუმცა შემდეგ წითელი ბარათი გაუუქმეს. ბრაზილიელმა მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში და ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად იჯდა. გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს წარწერით: „ჩვენგან საკმარისია“ და მეოცე წუთზე ვინის ოვაციები გაუმართეს.
მასპინძლები ბენზემამ დააწინაურა, რომელმაც ბოლო 5 მატჩში პირველად გაიტანა და პრიმერას საუკეთესო ბომბარდირ ლევანდოვსკის (ბარსელონა) 5 გოლით ჩამორჩება. 84-ე
„რეალი“ 74 ქულით მეორე ადგილზეა და 27 მაისს, ბოლოსწინა ტურში, გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.
Vamos Mi Sevilla-ს ცნობით, ანდალუსიური გუნდის ფანები ვინისიუსისთვის წითელი ბარათის გაუქმებამ გააღიზიანა და სტადიონზე მისვლას არ აპირებენ.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 45 811 მაყურებელი
რეალი - რაიო ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (32), 1:1 დე ტომასი (84), 2:1 როდრიგო (89)