სკანდალური ბრალდება "ბარსელონას" - "ესპანიოლის" ყოფილი პრეზიდენტის აზრით, "ბლაუგრანა" "ვალიადოლიდთან" სპეციალურად დამარცხდა

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონა" გასვლაზე "ვალიადოლიდთან" 1:3 დამარცხდა. "ესპანიოლის" ყოფილ პრეზიდენტ ჟოელ კოლეტს მიაჩნია, რომ "ბლაუგრანამ" ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთა.

მოგეხსენებათ, ორივე გუნდი კატალონიურია და მათი მატჩები ყოველთვის დაძაბულია, "ესპანიოლი" კი პრიმერაში "ვალიადოლიდთან" ერთად დარჩენისთვის იბრძვის და ყველა ქულა უმნიშვნელოვანესია.

"შეხვედრას მშვიდად ვუყურებდი, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა. არაფერი გამკვირვებია. ხავიმ თქვა, რომ მოსაგებად ითამაშებდნენ, მაგრამ გუნდის მწვრთნელი სხვას რას იტყვის?! მატჩის შემდეგ მან ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გუნდი მოშვებული იყო, მაგრამ ეს აქამდე როგორ ვერ
შეამჩნია?!

მათ ამ მარცხით არა მარტო "ესპანიოლი", არამედ "კადისი", "ალმერია", "სელტა" და "ხეტაფეც" დააზიანეს.

მოდი, ყველა გუნდის გულშემატკივარმა დასკვნები თავად გააკეთოს.

და სად არის ამ დროს ლა ლიგა, რომელიც ყველა მომენტს დიდი ყურადღებით აკვირდება?!

კიდევ "ესპანიოლში" რომ ვიყო, მათ აუცილებლად ვეტყოდი, რომ ვალიადოლიდში გამართული მატჩისთვის ეყურებინათ", - ციტირებს კოლეტს AS.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ესპანიოლის ადგილი მხოლოდ ქვედა დივიზიონებშია მუდმივად
ძირს ესპანიოლი
25 მაისი 2023 15:46
10
მათი ადგილი ყველგანაა გარდა კატალონიისა
:)
25 მაისი 2023 19:02
2
დიახ სწორედ რომ მასე იყო, 2007 წელს ბოლო ტურის წინ, როცა ყველას ეგონა რომ ბარსა გახდებოდა ჩემპიონი (მათ შორის სხვაობა 3 ქულა იყო) ესპანიოლი რეალს ხვდებოდა ხოლო ბარსა ატლეტიკოს.ბარსა იგებდა ბოლო წუთებამდე ხოლო რეალი აგებდა, როცა ბარსას ატლეტიკომ გაუთანაბრა, ესპანიოლმაც დაუწვა რეალს და ლანგრით მიართვა ჩემპიონობა. ასე რომ, ნუ გიკვირთ, ვალს დაბრუნება უნდა!
ქობულეთიდან
25 მაისი 2023 20:57
3
სწორედაც ესპანიოლი იყო რეალს, რომ უწვებოდა ყოველთვის ოღონდ ბარსა ჩემპიონი არ გამხდარიყო (რონალდინიოს დროს პირდაპირ მოპარეს ჩემპიპნობა). ხოდა ღირსები არიან, ტკეპნონ ახლა სეგუნდა...
სოსო
25 მაისი 2023 19:35
2
მოგვიწოდა,მის სიტყვებზე დავფიქრდი და ასეთი დასკვნა გავაკეთე:ამ კაცმა იფიქრა,ასეთ შემთხვევაში,თვითონ რას იზავდა და რაკი თვითონ ასე გააკეთებდა,ბარსელონაზეც ასე დაასკვნა.
სოსო
25 მაისი 2023 17:18
7
მე არ ვიცოდი და მისი საქციელის მიხედვით გამოვიტანე დასკვნა.აი ჩემს სეხნიას კი სცოდნია და აქვე,ჩემი პოსტის მაღლა ადასტურებს,რომ ესპანიოლს მართლაც ჰქონია გაკეთებული, მსგავსი რამე.
სოსო
25 მაისი 2023 21:21
1
ასეთი რამეები ესპანეთში და იტალიაში(და არამარტო) მოსულა.მოტივაცია აღარ აქვთ ფეხბურთელებს და თავს არ იკლავენ დიდად.თან ფსიქოლოგიური მომენტიცაა.იგივე რეალის წაგებაც დიდი აურზაურის მიუხედავადმოსალოდნელი და ადვილად პროგნოზირებადი იყო...
master
25 მაისი 2023 19:36
0
კაი კაცო, გეგონება იშვიათობა იყოს
გელა
26 მაისი 2023 09:51
1
ხო, სპეციალურად დამარცხდა და თქვენ კი ასევე სპაციალურად მოგიგოთ, რო გაეგდე ლიგიდან. ფაქტიურად კი თქვენთან მოგებით ბარსამ ჩემპიონობა გაინაღდა თქვენ კი ზეიმიც არ აცალეთ და მოედანზზე გულშემატკივარი შეუშვით რო ბარსელონელები დაგესაჯათ.პასუხიც მიიღეთ. თუმცა ეს ყველაფერი ზღაპარია გაჩემპიონებული გუნდი მოეშვა და კიდევ წააგო, მაგის გამო რეკორდიც დაკარგა ყველაზე ნაკლებ გაშვებულ გოლზე.
giorgi
29 მაისი 2023 17:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული