ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს "კადისში" "მიმბაძველი" გამოუჩნდა.
ლა ლიგის 36-ე ტურში, "ვილიარეალთან" მოგებული გასვლითი მატჩისას (2:0), სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ივან ალეხომ მასპინძელთა მცველს აისა მანდის უკბინა.
ეს მეორე ტაიმში მოხდა და მსაჯმა ხუან სანტანამ 28 წლის ივან ალეხოს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა.
ივან ალეხომ ამ სეზონში ლა ლიგის 29 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.