"ვალენსიას" გულშემტკივრების მიერ "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსის შეურცხყოფის გამო ლა ლიგა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ყოველი მატჩის დაწყებამდე რასიზმის წინააღმდეგ აქციას აწყობს.
შეხვედრის მონაწილეები ბანერს შლიან, რომელზეც წარწერაა: "რასისტებო, შორს ფეხბურთისგან".
"მალიორკასთან" თამაშის წინ ამ აქციაში მონაწილეობა არ მიიღო და სურათი არ გადაიღო "ვალენსიას" მცველმა მუკტარ დიახაბიმ. მან ასე გამოხატა უკმაყოფილება ლა ლიგის მიმართ. 2021 წელს ის ამტკიცებდა, რომ "კადისის" ფეხბურთელმა ხუან კალამ რასისტულად შეურაცხყო (შავი განავალი უწოდა), თუმცა ლა ლიგამ განაცხადა, რომ შეურაცხყოფის მტკიცებულებები არ არსებობდა.