რეინა - ვინისიუსზე: ზრდასრული ადამიანივით უნდა მოიქცეს - ეს ფასეულობათა და განათლების პრობლემაა

AutoSharing Option
"ვილიარეალის" 40 წლის მეკარემ ხოსე რეინამ "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე "მარკასთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"ნებისმიერი რასისტული გამოვლინება აღკვეთილ უნდა იყოს. ასევე არ მჯერა, რომ რასიზმს ესპანეთის ყველა სტადიონზე აქვს ადგილი. არიან ტიპიური უსაქმურები და სულელები, რომელთა შეკავება ყიოველთვის რთულია. მათი იდენტიფიცირებაა საჭირო და არასოდეს არ უნდა შეუშვან სტადიონზე.

ხანდახან საქმე მხოლოდ რასიზმში როდია, ფანები ამას კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ აკეთებენ, რომელიც რაღაც მომენტში ზედმეტს ლაპარაკობს... ეს ჩემი ჩათვლით ყველას შეგვემთხვა. მთლიანობაში, რაც ნაკლებად ახდენ ტრიბუნების და მეტოქეთა პროვოცირებას და რაც
ნაკლებად კამათობ მსაჯებთან, ყველასგან უფრო მეტ პატივისცემას იღებ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, როგორც ასაკით უფროსი, ვეტყოდი, რომ თავი უფრო მეტად თამაშს მიუძღვნას, რათა იყოს დიდი ფეხბურთელი, რადგან სწრაფია, ძნელად პროგნოზირებადი, უკვე გოლების გატანაც ეხერხება... მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხდება.

ასევე ვფიქრობ, ზრდასრული ადამიანივით უნდა მოიქცეს, მოწინააღმდეგეთა მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინოს, შეიგნოს ზოგიერთი დაუწერელი საფეხბურთო ფასეულობები და კოდექსები. ეს მის მაჩვენებლებს გააუმჯობესებდა. არ შეიძლება მისთვის ყოველი გასვლითი მატჩი ომი იყოს.

"რეალთან" თასზე შეხვედრისას ნაჩოსა და კარვახალს გამოველაპარაკე. ვინისიუსის ასეთი საქციელი მთელ გუნდზე ახდენს გავლენას. ჩემი პარტნიორი რომ იყოს, ამას ვეტყოდი.

ეს ყოველი მხრის ფასეულობათა და განათლების პრობლემაა. ასე მგონია, არ შეიძლება მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, რადგან ყველანი რასისტები არიან. მე რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებასა და გამონათქვამს ვეწინააღმდეგები".

მკითხველის კომენტარები / 6 /
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ყველაფერში მართალია ეს კაცი.
გიო
22:07 26-05-2023
6
მშვეინერი ანალიზი და სწორი შეფასება,მაგრამ ვეჭვობ ვინისიუსი თავისი უაზრო ხასიათის გამო საუკეთესო გახდეს მსოფლიოში.
გეგი
20:36 26-05-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული