როდრიგოს დუბლით "რეალმა" "სევილიას" მოუგო

AutoSharing Option
ლა ლიგის 37-ე ტურში „რეალმა“, რომელმაც ვინისიუსისა და ბენზემას გარეშე ითამაშა, გასვლაზე „სევილია“ 2:1 დაამარცხა.

დუბლი როდრიგომ შეასრულა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა.

83-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა მცველი აკუნია სებალიოსზე უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

„რეალი“ 77 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ივნისს, ბოლო ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 29 856 მაყურებელი
სევილია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 მირი (3), 1:1 როდრიგო (29), 1:2 როდრიგო (69)
გაძევება: აკუნია (83)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული