"რეალი" ედენ აზარს დაემშვიდობა

AutoSharing Option
"რეალმა" ნახევარმცველ ედენ აზართან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

აზარი "რეალმა" 2019 წელს 115 მილიონ ევროდ შეიძინა და "სამეფო გუნდში" 76 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბელგიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 392 წუთი ითამაშა, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და შეიძლება ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს.

"რეალი" აგრეთვე მარკო ასენსიომ და მარიანო დიასმა დატოვეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა ხანი დუბაიშიც გეჭამა შაურმა, რა გეჩქარება შე კაცო?
უვიცი
12:40 04-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული