ქარიმ ბენზემა "ალ-იტიჰადის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გვაუწყებს, რომ ქარიმ ბენზემა საუდის არაბეთის კლუბის, "ალ-იტიჰადის" ფეხბურთელი გახდა.

მისივე ცნობით, დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე გაფორმდა და ფრანგმა ახალ გუნდთან 2+1 სისტემის შრომით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ის წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ფრანგმა "სამეფო გუნდში" 14 სეზონი გაატარა. ბენზემა ხვალ პრესკონფერენციას გამართავს, "რეალის" ფანებს დაემშვიდობება და შემდეგ საუდის არაბეთში გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კმარა სახეილისთვის თამაში, პენსიაზე გასვლის წინ ფულია საჭირო.
ჟორა
20:31 05-06-2023
1
რეალზე მზე და მთვარე ამოზდიოდა და უცებ გაცვალა ფულზე... 1წელიც რო ყოფილიყო გუნდში და მერე წასულიყო რეალმა პატივი სცა მაგის გამო ჰალანდი არ იყიდა კონკურენტი არ მოუყვანა ამან კიდევ რა ქნა.. არაბი აფერისტია
რონი
20:03 05-06-2023
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული