მისივე ცნობით, დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე გაფორმდა და ფრანგმა ახალ გუნდთან 2+1 სისტემის შრომით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ის წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ფრანგმა "სამეფო გუნდში" 14 სეზონი გაატარა. ბენზემა ხვალ პრესკონფერენციას გამართავს, "რეალის" ფანებს დაემშვიდობება და შემდეგ საუდის არაბეთში გაემგზავრება.