თავდამსხმელ ლეო მესის პსჟ-სთან კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და საუდის არაბეთიდან და აშშ-დან აქვს შეთავაზებები, თუმცა თავად "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
კატალონიური "სპორტის" ცნობით, ლეოს მამა ხორხე დღეს შუადღეზე "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სახლში ეწვია. მათ 40 წუთი ისაუბრეს და შეხვედრის შემდეგ ხორხემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა: "ლეოს "ბარსაში" დაბრუნება უნდა. ეს ჩემი სურვილიცაა. ჩვენ გვჯერა, რომ ლეოს დაბრუნება შეუძლია. თუმცა ჯერ შეთანხმება მიღწეული არაა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრ რამეზე მოგვიწევს მოლაპარაკება".
ლა ლიგამ არგენტინელის ტრანსფერის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა.