ინიგო "ბილბაოდან" წავიდა - მარტინესი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგის ბინადარმა "ბილბაომ" გვაუწყა, რომ კლუბი 32 წლის მცველმა ინიგო მარტინესმა დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ის კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს და "ბლაუგრანასთან" ხელს 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს.

მარტინესი "ატლეტიკის" ღირსებას 2018 წლიდან მოყოლებული იცავდა. მან 177 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 8 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული