ამოქმედდა გეგმა B - "ბარსელონა" ახლა ნეიმარის დაბრუნებას ეცდება

AutoSharing Option
Diario Sport-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მესის ვერ დაიბრუნებდნენ, "ბარსელონა" გეგმა B-ზე გადაერთო.

მოგეხსენებათ, არგენტინელი კარიერას მაიამის "ინტერში" განაგრძობს. "ბლაუგრანაში" მიაჩნდათ, რომ ის კვლავ "ნოუ კამპზე" იბურთავებდა, რაც არ შესრულდა.

ახლა ხავის უნდა, რომ გუნდში ერთი ვარსკვლავი მაინც დაიბრუნოს და ბრაზილიელის ტრანსფერზე ფიქრობს.

თავის მხრივ, ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი პსჟ არაა, თავად ნეიმარი კი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ ის "ბარსელონას" ფორმას 2013/17- წლებში უკვე ირგებდა.

altდა მაინც, რატომ გადავიდა მესი MLS-ში? The Athletic-ი 3 მთავარ მიზეზს ასახელებს

altმესის

გადაწყვეტილების ეფექტი - ბილეთის ფასი 9000$, ელვისებური სისწრაფით მომატებული გამომწერები...
მკითხველის კომენტარები / 3 /
არანაირი ნეიმარის დაბრუნება არ განიხილება, ნახეთ რას ამბობს ხავი ჟერარ რომეროსთან. არასდროს ყოფილა ნეი ჩვენ გეგმებშიო.
0
ისე წერენ ვითომ მესის უთხრა უარი. და ლაპორტამ რო ვერცერთი დაპიტება ვერ შეასრულა იმაზე პასუხი არ უნდა აგოს?
არა რუსეთს
14:40 08-06-2023
1

სიახლეები პოპულარული