კეინს "რეალში" გადასვლა უნდა, მაგრამ არსებობს პრობლემები

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ხულიო სუარესმა El Chiringuito TV-ის ეთერში განაცხადა, რომ "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინს "რეალში" გადასვლა უნდა.

სუარესის მტკიცებით, კეინმა თანაგუნდელებს თავისი სურვილის შესახებ აცნობა, მაგრამ პრობლემა ლონდონური კლუბის მიერ ტრანსფერში მოთხოვნილი 115 მილიონი ევროა და ამას გარდა, თავად ფეხბურთელი წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონს ითხოვს.

კეინმა, რომელიც ივლისში 30 წლის გახდება, პრემიერლიგაზე გასულ სეზონში 38 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კეინის 2024 წელს უფასოდ ხელში ჩაგდება "მანჩესტერს" უნდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ახლა მაგარი ტყუილიაა
იმერელი
23:18 08-06-2023
2

სიახლეები პოპულარული