"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, პსჟ-მა "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი შესთავაზა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ორი მიზეზის გამო უარი უთხრა.
"ბარსელონა", ამჟამინდელი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრანსფერს ვერ განახორციელებს და თანაც, მწვრთნელები თვლიან, რომ ნეიმარი სხვა ფეხბურთელებს კონცენტრაციაში ხელს შეუშლის, ატმოსფეროს გააფუჭებს და პრობლემა გახდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ "ბარსაში" დაბრუნებაზე უარი თქვა, ნეიმარის წარმომადგენლები მის კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე დაფიქრდნენ.
ბრაზილიელმა მთელი ქონება ნათესავების ნაცვლად ნეიმარს უანდერძა
"ალ ჰილალი" ნეიმარს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს - მოლაპარაკებები დაწყებულია