ლეოსთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული იყო - ლაპორტამ გაამხილა, რატომ თქვა მესიმ უარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე

AutoSharing Option
Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც ლიონელ მესიმ "ბლაუგრანაში" დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

როგორც ირკვევა, ყველაფერი შეთანხმებული და კონტრაქტიც მზად იყო, თუმცა არგენტინელმა ბოლო მომენტში კარიერის აშშ-ში გაგრძელება გადაწყვიტა.

"მესისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ლეოსთან მას შემდეგ აღარ მისაუბრია, რაც მისი "ინტერ მაიამიში" კარიერის გაგრძელების ამბავი გაირკვა. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

მესის ვუთხარით, რომ როგორც კი ლა ლიგიდან ნებართვას მივიღებდით, მაშინვე კონტრაქტს გავუფორმებდით. გავი
და დრო, შრომითი ხელშეკრულება უკვე მზად გვქონდა, მაგრამ ლეოს მამა ჩამოვიდა და გვითხრა, რომ მისმა შვილმა აშშ-ში გადასვლა გადაწყვიტა.

მან რამდენიმე რთული წელიწადი გაატარა პარიზში და ყოველთვის დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. არგენტინელმა გადაწყვიტა, რომ "ინტერ მაიამიში" უფრო მშვიდად იქნებოდა და ეროვნულ ნაკრებზე ფიქრს შეძლებდა. მესის "ბარსელონაში" დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ზეწოლა აღარ სურდა. ჩვენ ეს გავიგეთ", - ამბობს ლაპორტა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრუხაა ბაზარიააა
იმერელი
19:05 12-07-2023
2
ლაპორტა! მესისთან ყველანაირად ჩაჭრილი ხარ! ეხლა გინდა თავი იმართლე, გინდა სხვას გადააბრალე. ლეომ პირდაპირ ახსნა, არ მინდაო ჩემს გამო ვინმე დაზარალდესო, ფეხბურთელების გაყიდვით და ხელფასების შემცირებითო.
ფანი
13:19 12-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული