ფელიქსს "ატლეტიკოში" აღარ დაედგომება - მეძავი უწოდეს და "ბარსელონაში" გადასვლასთანაა ახლოს

AutoSharing Option
ჟოაო ფელიქსის განცხადებამ "ატლეტიკოს" ფანები ძალიან გააღიზიანა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ბავშვობიდან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს და "ბლაუგრანა" მისი საყვარელი კლუბია.

"როხიბლანკოს" ქომაგები თავიანთი საყვარელი კლუბის სტადიონთან მივიდნენ, სადაც ახალგაზრდა შემტევის პატივსაცემად სამახსოვრო დაფა არის განთავსებული, ის შეურაცხყვეს და დააწერეს, რომ ფელიქსი მეძავია.

ესპანური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიელი კარიერას სწორედ "ბარსელონაში" განაგრძობს, რომელიც ფეხბურთელს იჯარით აიყვანს და შემდეგ გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ჩავი ამდენ ხლამებს, სად აგროვებს საინტერესოა.
ლუკა
19 ივლისი 2023 17:45
0
ბარსა ყველა გამოქცეულების " ბორდელი" გახდა!
გიგა
19 ივლისი 2023 15:26
9
რატომ არ გამოიქცევიან,როცა "მამიდა როენა ლაპორტა" ყავთ მამაშად?
გიგას
19 ივლისი 2023 17:02
2
უფრო თავშესაფარი!
გიგას
19 ივლისი 2023 15:46
1

სიახლეები პოპულარული