რუსეთიდან გააღწია - ზახარიანი "სოსიედადში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველი არსენ ზახრიანი მოსკოვის "დინამოდან" "სოსიედადში" გადავიდა, - ამის შესახებ ბასკური კლუბი იტყობინება.

"სოსიედადმა" წარმოშობით სომეხ ფეხბურთელს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. მოსკოვის "დინამო" ტრანსფერში დაახლოებით 13 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს, რაც ფეხბურთელის წარმატებულ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ზახარიანი სან-სებასტიანურ გუნდში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ტრავმის გამო პენსიაზე გასულ დავიდ სილვას შეცვლის.

ზახარიანი ორი წელი ცდილობდა რუსეთის დატოვებას და ევროპულ კლუბში გადაბარგებას, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობის გამო პრობლემა ექმნებოდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
13 მილიონიტ გასმდიდრეეს პუტინისტები. ის რაკეტა უნდა მოხვდროდა სოსიედადის პრეზიდენტს საჯდომ ალაგას გუშინ რო ჩერნოგოვსი ხალხი დახოცა.
იმერელი
09:10 20-08-2023
13
მდიდარმა სომხებმა იჩალიჩეს, ისევე როგორც მხიტარიანის შემთხვევაში.
ქ. გ.
03:19 20-08-2023
22

სიახლეები პოპულარული