"ატლეტიკომ" დაიმატა ფორვარდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლი გაუტანა

AutoSharing Option
"ატლეტიკომ" გვაუწყა, რომ "გრანადადან" 6 მილიონ ევროდ ნიგერიული წარმოშობისა და ესპანეთის მოქალაქე, 19 წლის ფორვარდი სამუ ომოროდიონი 6 მილიონ ევროდ შეიძინა.

"როხიბლანკომ" ახალგაზრდა ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

აღსანიშნავია, რომ სამუმ პროფესიონალურ დონეზე თამაში მხოლოდ მიმდინარე სეზონში დაიწყო.

მან ლა ლიგაში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა, 14 აგვისტოს სწორედ "ატლეტიკოსთან" და თავის ამჟამინდელ გუნდს გოლიც გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ტრანსფერებია ლა ლიგაში? 6 მილიონიანი ფორვარდი რა უნდა იყოს ატლეტიკოსთვის,. მაგარი წუწურაქი ხალხია ესპანეთსი. ამდენს ინგლისში რანგით მესამე დივიზიონში ხარჯავენ გუნდები.
ასა
13:45 22-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული