'მისი ქმედება მიუღებელია' - კოცნის გამო რუბიელესი ესპანეთის პრემიერმა გააკრიტიკა

AutoSharing Option
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გააკრიტიკა, რომელმაც "ლა როხას" წევრ ჯენიფერ ერმოსოს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ტუჩებში აკოცა.

რუბიალესმა მომხდარი ფაქტის შემდეგ ბოდიში მოიხადა, თუმცა პედროს სანჩესისთვის ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის. პრემიერი მიიჩნევს, რომ ლუისმა უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

"ნაკრების ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ისეთი ქმედებები, როგორიც ბატონმა რუბიალესმა ჩაიდინა, გვაჩვენებენ, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. რაც ვნახეთ, ეს მიუღებელი იყო, რადგან ის ესპანელი ხალხის ღირებულებებს არ შეესაბამება. ესპანეთის მთავრობა
ფეხბურთის ფედერაციას არ აკონტროლებს, თანამდებობებზე ვიღაცების დანიშვნა და მოხსნა ჩვენი საქმე არ არის. თუმცა ვთვლი, რომ ლუის რუბიალესისგან ბოდიში საკმარისი არ გახლდათ, ის უფრო ნათელი უნდა იყოს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას", - განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა რუბიალესს გადადგომისკენ პირდაპირ მოუწოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ,რატო ერევათ ხოლმე ამ კაცებს რამსები?!მეორე ემილიანო მარტინესია ეს რუბიალესი!!!!
ლადო
14:32 23-08-2023
1
მიუღებელი კი არა აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა...წარმოიდგინეთ კობიაშვილმა რომ რომ საჯაროდ ტუჩებში აკოცოს საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელს.რა მოხდება?
Master
19:32 22-08-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული