ლა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ვილიარეალი“ 4:3 დაამარცხა.
სტუმრები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მასპინძლებმა ამის შემდეგ წინ გასვლა მოახერხეს, თუმცა კატალონიურმა გუნდმა მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.
„ბარსელონა“ 7 ქულით მესამე ადგილზეა და 3 სექტემბერს სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.
"ბარსას" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
ვილიარეალი. „სერამიკა“. 21 679 მაყურებელი
ვილიარეალი - ბარსელონა 3:4
გოლები: 0:1 გავი (12), 0:2 დე იონგი (15), 1:2 ფოიტი (23), 2:2 სიორლოტი (40), 3:2 ალექს ბაენა (50), 3:3 ფერან ტორესი (69), 3:4 ლევანდოვსკი (72)