"რეალის" საიტის ცნობით, "სელტასთან" მატჩისას ტრავმირებულ თავდამსხმელ ვინისიუსს თვე-ნახევარი გაუცდება.
ვინისიუსმა მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და ლა ლიგაში ხუთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს; აგრეთვე ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში.
COPE იტყობინება, რომ "სამეფო კლუბი" ვინისიუსის შემცვლელის შეძენას არ აპირებს.
მან გასულ სეზონში ლა ლიგის 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.