რომან იარემჩუკი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
27 წლის უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი ერთსეზონიანი იჯარით "ბრიუგედან" "ვალენსიაში" გადავა.

იარემჩუკმა "გენტიდან" აბარგების შემდეგ "ბენფიკასა" და "ბრიუგეში" ვერ შეძლო დამკვიდრება და ახლა ლა ლიგაში ითამაშებს.

რომანჩუკი გასულ წელს "ბრიუგემ" კლუბისათვის სარეკორდო თანხად, 17 მილიონ ევროდ შეიძინა "ბენფიკასგან". მან ბელგიურ გუნდში 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. რომანს თავისი ქვეყნის ნაკრებში 43 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.

"ვალენსიას" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და არაა გამორიცხული, უკრაინელმა გუნდის დახმარება შეძლოს. ვნახოთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი კავანიმ დაღუნა შტანგები ვალენსიაში და მეორე ეგ იქნება. რამდენ თამაშსაც ვუყურე გენტში ჩაკვეტაძირ დროს, არასოდეს პასს არ აძლევდა უკეთეს პოზიციაზე მყოფ თავის თანაგუნდელს
David
14:14 05-09-2023
0
გენტში ნამდვილად კარგი იყო და ბრიუგეში რატომ ჰქონდა ასე დაბალი შედეგიანობა,არ ვიცი.32 თამაში ითამაშა და მხოლოდ 6 შედეგიანი მოქმედება,ძალიან ცოტაა.იმედია ვალენსიაში ათამაშდება.მათი გაძლიერება,ნამდვილად შეუძლია
სოსო
18:45 01-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული