"ბარსელონაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი" - ჟოაო ფელიქსი

AutoSharing Option
ჟოაო ფელიქსმა "ბარსელონაში" გადასვლაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, კატალონიელებმა პორტუგალიელი მადრიდის "ატლეტიკოდან" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატეს. 

"ყველამ იცის თუ რამდენად ბედნიერი ვარ. ბევრს ვვარჯიშობდი, რომ აქ მოვხვედრილიყავი. "ბლაუგრანა" ჩემი ოცნების გუნდია, აქ მოვედი, რადგან დავეხმარო გუნდს დიდებული სეზონის ჩატარებაში. ეს რაღაც უნიკალურია, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. 

როდესაც მითხრეს, რომ "ბარსელონა" ჩემით ინტერესდებოდა, ძალიან გახარებული ვიყავი, ამ გუნდის თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი, ყოველთვის მათ ვგულშემატკივრობდი, ახლა ოცნება ავიხდინე და აქ ვარ. მზად ვარ ვიბრძოლო ტიტულებისთვის. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა" - განაცხადა
ჟოაომ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
დამპალი ლაპორტას დევიზი: ნებისმიერი, ლეო მესის გარდა. მარტო ლეოსთვის იყო საფინანსო ჭერებიც, რეგულაციებიც და გართულებული დარეგისტრირებაც. ლაპორტა არამი იყოს შენზე, ლეოს მხარდაჭერა არჩევნების დროს.
ლაშა
23:15 02-09-2023
0
წარმატებები
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული