პირველ ტაიმში ბასკური გუნდი კარგად თამაშობდა და ბარენეჩეამ დებიუტშივე დააწინაურა. შესვენების შემდეგ ანგარიში ვალვერდემ გაათანაბრა, რომელსაც თებერვლის მერე არ ჰქონდა გატანილი. „რეალი“ უპირატესობას დაეუფლა და რემიროს კარი ხოსელუმ დალაშქრა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ბლანკოსმა" გაიმარჯვა.
„რეალი“ 15 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ბარსელონას" 2 ქულით უსწრებს. "სამეფო გუნდი" 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „უნიონს“ უმასპინძლებს, ხოლო 24 სექტემბერს პრიმერაზე „ატლეტიკოს“ შეხვდება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 70 092 მაყურებელი
რეალი - სოსიედადი 2:1
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (5), 1:1 ვალვერდე (46), 2:1 ხოსელუ (60)