"რეალის" მცველი დანი კარვახალი კუნთის დაზიანების გამო "უნიონთან" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კარვახალი ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, თავს კარგად გრძნობს და მალე შეძლებს დაბრუნებას.
Infobae-ს ცნობით, დანიმ შეიძლება კვირას "ატლეტიკოსთან" მატჩში მონაწილეობა მიიღოს.