81-ე წუთამდე სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. კატალონიურმა გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი საერთო ანგარიშით 21:6 მოიგო.
„ბარსას“ ნახევარმცველმა დე იონგმა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ნოემრამდე ვერ ითამაშებს.
„ბარსელონა“ „ჟირონასთან“ ერთად ლიდერია (16-16 ქულა აქვთ) და 26 სექტემბერს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება. დღეს „რეალი“ „ატლეტიკოს“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დიბრუნებს.
ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 43 272 მაყურებელი
ბარსელონა - სელტა 3:2
გოლები: 0:1 ლარსენი (19), 0:2 დუვიკასი (76), 1:2 ლევანდოვსკი (81), 2:2 ლევანდოვსკი (85), 3:2 კანსელუ (89)