მორატას დუბლი - "ატლეტიკომ" "რეალს" მოუგო

AutoSharing Option
ლა ლიგის მეექვსე ტურში „რეალი“ გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა.

მორატამ დუბლი შეასრულა, საულმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„რეალი“ 15 ქულით მესამე ადგილზეა, "ბარსელონას" და "ჟირონას" 1 ქულით ჩამორჩება და 27 სექტემბერს „ლას პალმასს“ უმასპინძლებს.

"ატლეტიკოს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 28 სექტემბერს სტუმრად "ოსასუნას" დაუპირისპირდება.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 69 082 მაყურებელი
ატლეტიკო - რეალი 3:1
გოლები: 1:0 მორატა (4), 2:0 გრიზმანი (18), 2:1 კროოსი (35), 3:1 მორატა (46)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყისმათა ბილინგემს აღარ გაუმართლა საღოლ ატლეტიკო.....ეს ნგონი საქართველოს მერე მოიხოდა
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული