16 წლის იამალის ჩაწოდება და 37 წლის რამოსის ავტოგოლი - "ბარსელონამ" "სევილიას" სძლია

AutoSharing Option
ლა ლიგის მერვე ტურში „ბარსელონამ“ სახლში „სევილია“ 1:0 დაამარცხა.

მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, უფრო მეტი მასპინძლებს, რომლებიც უპირატესობას ფლობდნენ. სტუმრები თავს კარგად იცავდნენ და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ.

"ბარსას" გოლი 16 წლის ლამინ იამალის აქტიურობას მოჰყვა, რომლის ჩაწოდებულ ბურთს საკუთარ კარში ადგილი 37 წლის სერხიო რამოსმა მიუჩინა.

„ბარსელონა“ ამ მომენტისთვის 20 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „პორტუსთან“ გამართავს.

დღეს "ჟირონა" "რეალს" უმასპინძლებს და სატურნირო ცხრილში კორექტივები მოხდება.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა -
სევილია 0:1

გოლი: სერიო რამოსი (76, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 1 /
Დრონი მეფობენ არა მეფენი!
ბათუმი მზარდი ევროპული ქალაქი სადაც თურქები ბატონობენ
03:51 30-09-2023
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული