გულერი გამოჯანმრთელდა და "რეალში" დებიუტისთვის ემზადება - მწყობრშია დავიდ ალაბაც

AutoSharing Option
Marca-ს ცნობით, "რეალს" ორი ტრავმირებული ფეხბურთელი, დავიდ ალაბა და არდა გულერი გამოუჯანმრთელდა.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ავსტრიელსაც და თურქსაც 21 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "სევილიას" წინააღმდეგ თამაში შეეძლება.

ალაბამ ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო და ამის შემდეგ უქმობდა, გულერი კი მიმდინარე სეზონში დაზიანების გამო მოედანზე არ გამოჩენილა. 18 წლის ფეხბურთელი "სამეფო გუნდში" ამ ზაფხულს გადაბარგდა და დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული