თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ავსტრიელსაც და თურქსაც 21 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "სევილიას" წინააღმდეგ თამაში შეეძლება.
ალაბამ ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო და ამის შემდეგ უქმობდა, გულერი კი მიმდინარე სეზონში დაზიანების გამო მოედანზე არ გამოჩენილა. 18 წლის ფეხბურთელი "სამეფო გუნდში" ამ ზაფხულს გადაბარგდა და დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.